დაგვიკავშირდით
დუმბაძის 44, რუსთავი, 3700,
info@mssolutions.ge
ტელ: +995 598 89 27 37
Back

EduPage სერვისები

edupage Ms Solutions

edupage MS Solutions

edupage MS Solutions

edupage MS Solutions

edupage MS Solutions

ინტერაქტიული დაფა ინტერაქტიული დისპლეი პრინტერი ლეფტოპი ნოუთბუქი დოკუმენტ კამერა დაშვების და აღრიცხვის სისტემა

სკოლის მენეჯმენტის სისტემა

EduPage

ელექტრონული ჟურნალი

ცხრილების გენერატორი

ცხრილების შექმნა

ინტერაქტიული დაფა

ტურნიკეტი

ინტერაქტიული დისპლეი

ელექტრონული ჟურნალი

EduPage

ელექტრონული ჟურნალი

eleqtronuli jurnali

ედუფეიჯ

ედუფეიჯი

edupage

სრული სასკოლო სისტემა

სრული სასკოლო სისტემა

EduPage არის ქლაუდზე დაფუძნებული სკოლის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც სრულიად ინტეგრირებულია ჩვენს, მსოფლიოს წამყვან ცხრილების პროგრამასთან. კარგი ცხრილი აუცილებელია ყველა სასკოლო პროცესისთვის - სასწავლო გეგმების შესაყვანად დასწრების აღსაღრიცხად, ოთახის დასაჯავშნად, დავალებების მისანიჭებლად, ელექტრონული სწავლებისთვის და ა.შ. რადგან ცხრილი მუდმივად ცვალებადია, აუცილებელია მისი ინტეგრირება სხვა პროცესებთან. EduPage გთავაზობთ უამრავ ფუნქციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ რამოდენიმე, მაგრამ სინერგიის რეალური სიძლიერე მაშინ ჩანს, როდესაც მეტი, ან იდეალურ შემთხვევაში ყველა ფუნქციას გამოიყენებთ
მობილური აპლიკაცია

მობილური აპლიკაცია

EduPage-ის მობილური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ეფექტურად შეასრულოთ ყველა ის ფუნქცია, რომლის შესრულებაც მის გარეშე შეუძლებელია. შეიყვანეთ ინფორმაცია მობილურ აპლიკაციაში მხოლოდ ერთხელ. იგი ავტომატურად გამოუჩნდება ყველას, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება. EduPage გთავაზობთ უამრავ ფუნქციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ რამოდენიმე, მაგრამ სინერგიის რეალური სიძლიერე მაშინ ჩანს, როდესაც მეტი, ან იდეალურ შემთხვევაში ყველა ფუნქციას გამოიყენებთ
ცხრილები

ცხრილი

aSc ცხრილები არის მსოფლიოში წამყვანი პროგრამა ცხრილის შესაქმნელად. შექმნილია 170-ზე მეტი ქვეყნის, ათასობით სკოლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მას შეუძლია ყველა საჭირო მოთხოვნის გათვალისწინება.
ცხრილების გენერატორი

ძლიერი ავტომატური გენერატორი

თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ დღეების განმავლობაში ან გამოიყენოთ aSc ცხრილების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წუთში გააკეთებს იგივე სამუშაოს. პრობლემა არ იქნება თუ თქვენი კოლეგა ახალი მოთხოვნით მოვა. ამ ცვლილებას რამდენიმე დღის ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
ჩანაცვლებები

ჩანაცვლებები

მართეთ ჩანაცვლებები ონალინ რეჟიმში. მას შემდეგ რაც ცხრილს შექმნით თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ გამცდენი მასწავლებელი და სისტემა ავტომატურად გირჩევთ ყველაზე კარგ ვარიანტს, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით არჩევა. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციაში. ყველა ცვლილება ავტომატურად მისდის კლასში რეგისტრირებულ ყველა მოსწავლესა და კონკრეტულ მასწავლებელს.
ცხრილის გაზიარება

გააზიარე ცხრილი და ჩანაცვლებები

გახადე ცხრილი ხელმისაწვდომი მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლისათვის. Edupage შეატყობინებს მათ ყოველდღიურ ჩანაცვლებებს, რომლებიც მათთან იქნება კავშირში.
ვებ-გვერდი

სრული ვებ-გვერდი

ვებ-გვერდები ედუფეიჯში სპეციალურად შეიქმნა სკოლებისთვის. როდესაც ატვირთავთ სიახლეებს, სურათებს ფოტო გალერიისთვის შეტყობინება მიუვა ყველა მშობელსა და მოსწავლეს. ვებ-გვერდი მოიცავს სპეციალურ მოდულებს, რომლების უკავშირდება თქვენს Edupage-ს. ვებ-გვერდზე ძალიან მარტივია გამოაქვეყნოთ სასადილოს მენიუ, მოსალოდნელი ღონისძიება, ცხრილი და განცხადების ფორმა. რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ ვებ-გვერდის მართვა სპეციალური გამოცდილების გარეშე. გზამკვლევი გეხმარებათ მზა დიზაინების არჩევაში.
ელექტრონული ჟურნალი

ელექტრონული ჟურნალი

Edupage კლასის ჟურნალზე გავლენას ახდენს განხორციელებული ცვლილებები ცხრილში, ჩანაცვლებებსა და ღონისძიებებში. უბრალოდ უნდა აირჩიოთ გაკვეთილის თემა თქვენი სასწავლო გეგმებიდან და შეამოწმოთ მოსწავლეთა დასწრება. მშობლები უკეთ არიან ინფორმირებულები იმის შესახებ თუ რა ისწავლეს მათმა შვილებმა.
სილაბუსები

სილაბუსები

შექმენი შენი სასწავლო გეგმა სკოლის დაწყებისას. თქვენ აღარ მოგიწევთ საკლასო ჟურნალში გაკვეთილის გეგმის შეტანა, რადგან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი შექმნილი გეგმიდან. გეგმაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თუ რომელი თემებია უკვე განვლილი, უკეთ განსაზღვროთ რა დრო დასჭირდა და როგორ არის დრო განაწილებული დანარჩენ თემებზე.
სკოლის მენეჯმენტის სისტემა

გაკვეთილის მომზადება

მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი სასწავლო გეგმის თემებისთვის მოამზადონ ჩანაწერები, სურათები, პრეზენტაციები და კითხვები. სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და მოსამზადებელი მასალების ერთმანეთთან დაკავშირება საშუალებას მოგცემთ ორგანიზებული გქონდეთ თქვენი ყველა მასალა მთლიანი სასწავლო წლის განმავლობაში.
ელექტრონული სწავლება

ძლიერი ელ. სწავლების ხელსაწყო

EduPage საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად შექმნათ პრეზენტაცია, ტესტი ან საშინაო დავალება მასალებიდან, რომლებიც თქვენ, ან სხვა მასწავლებლებმა გაამზადეს. შეგიძლიათ, დაბეჭდოთ ტესტი, ან ონლაინ დააწერინოთ მოსწავლეებს. სისტემა ავტომატურად გაასწორებს მას.
ინტერაქტიული გაკვეთილები

ინტერაქტიული გაკვეთილები

გაუშვით თქვენი სასწავლო მასალები ინტერაქტიულ დაფაზე, ან პროექტორზე. მოსწავლეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პრეზენტაციას თავიანთი ტელეფონებიდან ან პლანშეტებიდან და გასცენ პასუხები პრეზენტაციაში მოცემულ კითხვებს. EduPage აფასებს პასუხებს და ინახავს მათ „შედეგებში“.
შედეგები

შედეგები

EduPage ავტომატურად ასწორებს ონლაინ ტესტებს. იგი, ასევე გთავაზობთ ეფექტურ ხელსაწყოს დაბეჭდილი ტესტების გასასწორებლად. დეტალური სტატისტიკები გაჩვენებთ, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა კონკრეტული სტანდარტები და ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ კონკრეტული მოსწავლეების პროგრესს.
ნიშნები

ნიშნები

მიანიჭეთ მოსწავლეებს ნიშნები, ქულები, პროცენტები,... მოსწავლეები და მათი მშობლები უმალვე იღებენ შეტყობინებას ახალი ნიშნის შესახებ თავიანთ ტელეფონებზე. ჩვენი მოქნილი პარამეტრების საშუალებით, შეგიძლიათ თავად მიუთითოთ კონკრეტული სავარჯიშოების წონები საბოლოო ნიშნის გამოსათვლელად. საშუალო და საბოლოო ქულა ითვლება ავტომატურად.
დასწრების მონიტორინგი

დასწრების მონიტორინგი

მშობლებს სურთ, რომ იყვნენ ინფორმირებულები თავიანთი შვილის დასწრების შესახებ. შეატყობინეთ მათ მოსწავლის სკოლაში მოსვლისა და წასვლის შესახებ. გაიმარტივეთ გაცდენილი გაკვეთილების შეჯამების პროცესი.
გაცდენის შენიშვნები (ცნობები)

გაცდენის შენიშვნები (ცნობები)

მშობლებს შეუძლიათ დაწერონ გაცდენის შენიშვნები (ცნობები) იმ პერიოდისთვის, რომელიც მოსწავლემ გააცდინა. თუ მშობელს შეჰყავს სისტემაში გაცდენის დრო, თარიღი და მიზეზი, მასწავლებელს შეუძლია მიიღოს ან უარყოს ეს ცნობა ღილაკზე მხოლდ ერთხელ დაჭერით. EduPage თვალს ადევნებს განუმარტებელ გაცდენებს და ახსენებს მშობლებს, რომ დაწერონ გაცდენის შენიშვნა. EduPage ელექტრონული ცნობების გაყალბება შეუძლებელია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ყველა გაცდენის შენიშვნის სია. გარკევული ღონისძიების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია თავად ჩაუთვალოს გაცდენა საპატიოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ღონისძიებაში.
აღრიცხვის / დაშვების სისტემა

აღრიცხვის / დაშვების სისტემა

დაშვების სისტემა მიბმულია ჩვენს ყველა ფუნქციასთან. სისტემისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არეგისტრირებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაშვების ბარათებს, ან ბრელოკებს და ანაწილებს ამ ინფორმაციას ჩვენი პროგრამის დასწრების აღმრიცხველ მოდულში.
გადახდები

გადახდები

შეიყვანეთ გადახდები, გაუგზავნეთ გაფრთხილებები მშობლებს, გადმოიტანეთ გადახდები საბანკო ანგარიშიდან და ავტომატურად მიამაგრეთ იგი მოსწავლეებს. EduPage გადახდების სისტემა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და ამავდროულად, მაქსიმალურად ინფორმირებულები გყავდეთ მშობლები გადახდების და დავალიანებების შესახებ.
სკოლის სასადილოს პროგრამა

სკოლის სასადილოს პროგრამა

მოსწავლეები ხედავენ სასადილოს მენიუს. მათ შეუძლიათ განათავსონ ან გააუქმონ შეკვეთები. შესაძლებელია რამოდენიმე მენიუდან არჩევა. ასევე შესაძლებელია რეცეფტების შენახვა და იმის მონიტორინგი თუ რომელი მენიუა ყველაზე მოთხოვნადი და ა.შ.
სტანდარტები

სტანდარტები

EduPage შეიცავს სახელმწიფო ან სასკოლო სტანდარტებს, რომლებივ მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა გაიარონ თავიანთ გაკვეთილებზე. სტანდარტების გამოყენებით, მასწავლებელს შეუძლია დაადგინოს თუ რომელ თემებში აქვთ პრობლემები მოსწავლეებს და სცადოს ხელახლა, ან ახლიდან აუხსნას იგი მათ.
სტანდარტების შედარება

სტანდარტების შედარება

ძალიან მარტივია შეადაროთ კონკრეტული მოსწავლეების ან კლასების შედეგები კონკრეტულ სტანდარტებში. შეუძლიათ მოსწავლეებს შექმნან სიმეტრიული ფიგურები? იციან მათ როგორ გამოიყენონ პითაგორას თეორემა რეალურ ცხოვრებაში?
მასალების გაზიარება მასწავლებლებს შორის

მასალების გაზიარება მასწავლებლებს შორის

მასწავლებლებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი სამუშაო კოლეგებს. მათ შეუძლიათ EduPage-ში გააზიარონ სასწავლო გეგმები, პრეზენტაციები, ტესტები და სხვა მასალები.
საშინაო დავალება

საშინაო დავალება

მასწავლებლები აძლევენ საშინაო დავალებას. მოსწავლეები და მშობლები უმალვე იღებენ შეტყობინებას ამის შესახებ. მასწავლებელს ასევე შეუძლია მიანიჭოს მოსწავლეებს ონლაინ საშინაო დავალება. სისტემა თავად ასწორებს მოსწავლეთა პასუხებს, ხოლო მასწავლებელს აღარ სჭირდება ამაზე დროის დახარჯვა.
კომპეტენციების მიხედვით შეფასება

კომპეტენციების მიხედვით შეფასება

გარდა ტრადიციული შეფასებისა (ნიშნები, ქულები, პროცენტები), EduPage-ში შესაძლებელია მოსწავლეთა კომპეტენციების მიხედვით შეფასება, მათ შორის თვით-შეფასებაც.
EduPage 1

მოსწავლის პროგრესის მონიტორინგი

ჩამორჩა მოსწავლე პროგრამას? უმჯობესდება მისი ნიშნები? შეამოწმეთ მოსწავლის ქმედუნარიანობა უფრო ფართო კონტექსტში. შეადარეთ მისი შედეგები მთელი კლასის შედეგებს.
ქცევა & შენიშვნები

ქცევა & შენიშვნები

მოსწავლეთა ქცევა არის თვისება, რომელიც ფასდება ყველა საგანში და არა კონკრეტულ გაკვეთილზე. მასწავლებლებს შეუძლიათ შეაფასონ მოსწავლეთა ქცევა ნიშნებით, შექებით ან შენიშვნებით.
სერთიფიკატების გამომუშავება

სერთიფიკატების გამომუშავება

ჩვენ დაგეხმარებით სასწავლო წლის ბოლოს გასაცემი სერთიფიკატების დამზადებაში, ისე რომ ისინი სრულ შესაბამისობაში იყოს ლოკალურ რეგულაციებთან. დაუბეჭდეთ სემესტრული/წლიური სერთიფიკატები მოსწავლეებს. სერთიფიკატი გაძლევთ მოსწავლეთა რეიტინგის, დასწრების, სხვადასხვა საგნებში მიღწევების და ა.შ. მიმოხილვას.
რეპორტები

რეპორტები

EduPage გამოიმუშავებს უამრავი სახის რეპორტს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი მოხმარებისთვის, ან სახელმწიფოსთვის გადასაგზავნად. რეპორტები შეიცავენ აკუმულირებული მონაცემებისა და დეტალური სიების კომბინაციას.
კალენდარი

კალენდარი

მასწავლებლებს ან ადმინისტრატორს შეუძლიათ საერთო სასკოლო კალენდარში დაამატონ სასკოლო ღონისძიებები, როგორებიცაა ექსკურსიები, დასვენებები ან კრებები. კალენდარი მიბმულია ჟურნალთან, ამიტომაც, თუ კონკრეტულ დღეს დასვენებაა ჩასმული, ჟურნალში გაკვეთილები არ გამოჩნდება.
ოთახისა ან ღონისძიების დაჯავშნა

ოთახისა ან ღონისძიების დაჯავშნა

EduPage-ში ძალიან მარტივია დაჯავშნოთ ოთახი, ან მასწავლებელთა შეხვედრა. იგი აჯამებს განახლებულ ინფორმაციას ცხრილებიდან, ჩანაცვლებებიდან და ღონისძიებებიდან. იგი ასევე ეძებს ყველა დამსწრესათვის ხელსაყრელ ოთახსა და დროს შეხვედრის დასაგეგმად. ჯავშანი უმალვე ჩანს ცხრილში და დამსწრე მომხმარებლების ჟურნალში. ყველა დამსწრე მყისიერად იღებს შეტყობინებას. ოთახის დაჯავშნა შესაძლებელია პირდაპირ ჟურნალიდანაც. ამ გზით ყველა წინასწარაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ კონკრეტული ოთახი დაკავებულია გარკვეული დროით და სხვა მომხმარებელი ვეღარ შეძლებს მის დაჯავშნას.
ადმინისტრატორის მიმოხილვა

ადმინისტრატორის მიმოხილვა

ერთი გვერდი, საიდანაც ხედავთ ყველაფერს, რაც ხდება თქვენს სკოლაში ყოველდღიურად. EduPage გიჩვენებთ ასპექტებს, სადაც სკოლაში არის პოტენციური პრობლემები. სწორ დანაყოფებში არიან მოსწავლეები გადანაწილებულნი? სისტემატურად წერენ მასწავლებლები ნიშნებს? მისდევენ თქვენი მასწავლებლები სასწავლო გეგმას? EduPage მიგითითებთ თქვენი სტაფის პერფორმანსის კრიტიკულ მომენტებზე, რათა თქვენ შეძლოთ მათი დახმარება და გახადოთ ისინი უფრო წარმატებული. მართეთ თქვენი სკოლა ზუსტ და განახლებად ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მშობლები

მშობლები

თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ მშობლები პროცესში. EduPage-ს შეუძლია ავტომატურად შეაყობინოს მათ დასწრების, ნიშნების ან ტესტების პასუხების შესახებ. ამ გზით, მშობელი უკმაყოფილების გამოხატვის მაგივრად, შეეცდება, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს შვილს.
კომუნიკაცია

კომუნიკაცია

EduPage გთავაზობთ ძლიერ საკომუნიკაციო სისტემას. მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ეკონტაქტონ ერთმანეთს წერილების გამოყენებით. მიმღები, რომელიც იყენებს მობილურ აპლიკაციას უმალვე მიიღებს შეტყობინებას წერილის შესახებ.
EduPage 2

მომხმარებლის უფლებები

ადმინისტრატორებს შეუძლიათ მოახდინონ EduPage-ის კონკრეტული მოდულების მართვის დელეგირება. მაგალითად, შეგიძლიათ სასწავლო ნაწილს მისცეთ ცხრილის მართვის უფლება, ფინანსურ მენეჯერს - გადახდების და ა.შ. ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს დელეგირებული უფლებების მიმოხილვა. მას შეუძლია ამრტივად დაამატოს ან გააუქმოს უფლება.
რეგისტრაცია

რეგისტრაცია

რეგისტრაციის მოდული სკოლას საშუალებას აძლევს მარტივად მართოს სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებზე რეგისტრაციის პროცესი. ისეთ ღონისძიებებზე როგორებიცაა, არჩევითი სემინარები, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფები, ექსკურსიები და ა.შ. მოსწვლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მობილური აპლიკაციიდან.
მშობელ-მასწავლებლების შეხვედრები

მშობელ-მასწავლებლების შეხვედრები

გამოყავით კონკრეტული დრო და თარიღი თქვენს მოსწავლეებთანა და მათ მშობლებთან შესახვედრად. მასწავლებელთან კონსულტაციისათვის დროის გარკვეული მონაკვეთის დაჯავშნა ასევე შესაძლებელია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვისაც. აღნიშნული მოდულის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველკვირეული შეხვედრების, ასევე საერთო სასკოლო მშობელ-მასწავლებლების შეხვედრების ღონისძიებისთვის.
მოთხოვნები

მოთხოვნები

EduPage მასწავლებლების ან მოსწავლეების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ყველა პროცესს ალაგებს ერთ გვერდზე. მაგ. მასწავლებელი ავსებს დათხოვნის მოთხოვნას. უფლებამოსილი პირი ამოწმებს ამ მოთხოვნას. EduPage უმალვე იღებს ინფორმაციას, რომ ეს მასწავლებელი კონკრეტულ დღეს სკოლაში არ იქნება და გიჩვენებთ იმ მასწავლებლების სიას, ვისაც შეუძლია მისი ჩანაცვლება. მშობლებს შეუძლიათ მოთხოვნის შევსება მასწავლებლებისთვის. ამ შემთხვევაში გაცდენის შენიშვნა ავტომატურად შეიქმნება. უფლებამოსილი პირი მყისიერად იღებს შეტყობინებას მოთხოვნის შესახებ და შეუძლია მიიღოს ან უარყოს იგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ყველა მოთხოვნა ინახება ისტორიაში და შეგიძლიათ მათზე წვდომა გქონდეთ ნებისმიერ დროს.
მიღება

მიღება

ხელსაყრელი გზა რათა შეაგროვოთ და მართოთ აპლიკანტების მონაცემები მიღების პროცესში. გამოაქვეყნეთ ელექტრონული განცხადების ფორმა თქვენი სკოლის ვებ-გვერდზე. აპლიკანტები შეავსებენ ყველა საჭირო ველს ონლაინ და წარადგენენ განცხადებას. დამოწმებული განცხადებები ავტომატურად გადავა EduPage-ის ბაზაში. ამ გზით, აღარ მოგიწევთ ხელით შეავსებინოთ მშობლებს განცხადებები და შემდეგ იქედან ხელახლა გადმოიტანოთ მონაცემები თქვენს ბაზაში.
მიღწევები და ჯილდოები

მიღწევები და ჯილდოები

მოსწავლეთა მიღწევები არის ის რაც ყველაზე კარგად წარმოაჩენს თქვენს სკოლას. გამოაქვეყნეთ ისინი თქვენს ვებ-გვერდზე. მიღწევებისა და ჯილდოების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უფრო დიდ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, ახალისებს მასწავლებლებს და იზიდავს სხვა წარჩინებულ მოსწავლეებსაც.
ფოტო გალერეა

ფოტო გალერეა

მართეთ სასკოლო ღონისძიებებზე გადაღებული სურათები. გამოაქვეყნეთ სურათები სკოლის ვებ-გვერდზე, ან კლასის შეტყობინებების დაფაზე. შექმენით გალერეები და ალბომები. გამოიყენეთ EduPage-ის მობილური აპლიკაცია, რათა ღონსძიების მსვლელობისასვე დაამატოთ სურათები.
კვლევები

კვლევები

ჩვენთან ძალიან მარტივია კვლევების შექმნა და იმის მითითება თუ მომხმარებელთა რომელმა ჯგუფმა უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა - მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა თუ მშობლებმა. შექმენით კვლევები მთელი სკოლისთვის, ან კონკრეტული კლასისთვის. მიიღეთ სწრაფი უკუკავშირი კონკრეტულ თემებზე.
aScOrbit

aScOrbit

Orbit არის სისტემა სკოლების ქსელების მენეჯერებისთვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ქსელში გაერთიანებული ინდივიდუალური სკოლების მიმოხილვა, თქვენი სკოლების შესახებ საერთო ინფორმაცია - მასწავლებლები, მოსწავლეები, საგნები, გადახდები, სასადილოს შეკვეთები და ა.შ.
მომავლისთვის განკუთვნილი

მომავლისთვის განკუთვნილი

ჩვენ ვეხმარებით სკოლებს გაზრდაში და იმაში რომ ისინი მზად იყვნენ მომავლისთვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი. EduPage მუდმივად განახლებადი სისტემაა და იგი უსაფრთხოდ გაგიძღვებათ საგანმანათლებლო სისტემების საუკეთესო პრაქტიკებისკენ.