დაგვიკავშირდით
დუმბაძის 44, რუსთავი, 3700,
info@mssolutions.ge
ტელ: +995 598 89 27 37
Back

დაბრუნების პოლიტიკა

    1. MS Solutions- ზე პროდუქტის შეცვლის ან დაბრუნების პირობები:

1.1.  MS Solutions, პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის პოლიტიკის  გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 3 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი.

 2. პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის წესი:

2.1.  პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია MS Solutions-ს (ტელ: +995 598 89 27 37 ან info@mssolutions.ge) და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

2.2.  პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა MS Solutions-ს ელ. ფოსტის მისამართზე: info@mssolutions.ge)

2.3.  პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.4.  თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, MS Solutions უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.

2.5.  პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს MS Solutions საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2.6.  პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

2.7.1.        პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2.        პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.7.3.        პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.7.4.        მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა MS Solutions მხრიდან;

2.8.  პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:

2.8.1.        პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;

2.8.2.        თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;

2.8.3.        თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით.

2.8..4  პროდუქტის შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია, თუ:

2.8.4.1  პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია;

2.8.4.2  პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.8.4.3  პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.8.4.4 პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.8.4.5  თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის შეცვლისას პროდუქტის ახალი ღირებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს მომხმარებლის მიერ  თანხის დამატება.

  3. ანაზღაურების წესი:

3.1.  MS Solutions, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.);

3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.) .

3.1.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

3.1.4. 60-90%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.

3.1.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

3.2.  თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.3.  MS Solutions მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.4.  წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

   4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1.  MS Solutions მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა MS Solutions-ს მხრიდან;

4.2.  ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.

4.3.  განვადებით შეძენილი პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად დამატებით ანაზღაურებს წინამდებარე პროდუქტის დაბრუნების წესით დადგენილ და განვადების დამტკიცებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მომხმარებელი თავისუფლდება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ არსებობს წინამდებარე პოლიტიკის 4.1 პუნქტით დადგენილი რომელიმე გარემოება.

   5. პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა:

5.1.  იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში +995 032 2052505 და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2.  პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3.  პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით.

   6. პროდუქციის შეცვლის ვადები:

6.1.  პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს დაბრუნებული პროდუქტის იდენტური პროდუქტი მიეწოდება 3-10 სამუშაო დღის განმავლობაში.